“გეკითხებით ყველას, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული: რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია….” – რა შეემთხვა ლუკა კურტანიძეს

0
812
28 Views

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი ლუკა კურ­ტა­ნი­ძე სოციალურ ქსელში ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო, რომელიც ახლა მიმდინარეობს. როგორც მსოფლიო ჩემპიონს, რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება, თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა, რა ხდება, რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები… არ ვიცი, ალბათ მქონდა ამის უფლება?.. რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი, გამიკეთებია ამ ქვეყანაზე… ამ კუთხით მაინც ვთვლი, რაღაც შევძელი… იმის ღირსი მაინც ვიყავი, ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ…. იმდენი ადამიანის წინაშე მაინც.

არადა, ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის, რომ უბრალოდ გამეგო, რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა. მეტი არაფერი. თუმცა…. ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა, რა გინდა აქ… და მიმანიშნა, რომ იქ ზედმეტი ვიყავი. შემდეგ დაუძახა გენმდივანს და… ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა, არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა. ასე უფრო მეტად რბილად აღვნიშნავ – დავიბენი… რადგან არ ველოდი… შემრცხვა… ძალიან დავმცირდი…. ! ძალიან მეტკინა… რაღაც ვთქვი… და წამოვედი…! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული… დიახ, თქვენიდან, ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქამდე, ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე, რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა …. მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! იქაც… სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ, ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია…. მტკივნეულია ძალიან, მაგრამ უფალს მივენდობი … ალბათ ესეც უნდა მივიღო?!

ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის. ისე განვიცადე ეს უსამართლობა, რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს…. მაპატიეთ… უბრალოდ ბოლოს ვიტყვი, მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას….! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე… მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე, რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ…. ვერ მივიღებ, რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი, მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაწყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი, ვიდრე გაიგო ….მაგრამ არ გამოვიდა… მე ვიღებ ამ გამოწვევას!“

სხვა ახალი ამბები:

„სააკაშვილმა მითხრა, მე მოცარტი ვარ და გიგა – სალიერიო… მოვიდოდა და ითხოვდა, გვეთქვა, რომ ყველას ისევ გვიყვარს” – თამარამ მიშას უცნობი ახირებები გამოფინა

“გილოცავთ დაქორწინებას” – ამერიკაში, სარეკლამო მონიტორზე გიული ალასანიას და გიორგი ჩალაძის ფოტოები გაუშვეს (ვიდეო)

„კაბუ გაქცეული იყო საფრანგეთში იმიტომ, რომ რაღაცას ღიღინებდა ბიძინას და ბერას მიმართულებით – რას გავხართ ყველა…“ – მიშა მშვილდაძეს უცნაური აზრები მოეძალა

„დღეს ამის გაკეთება ძალიან ტრენდული გახდა ბავშვებში, ნუ სტრესავთ პატარებს!“ – რის შესახებ აფრთხილებს კატეგორიულად  ქართველი პროფესორი მშობლებს 

“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო მზის სხივო! ბერუკა – 4 წლის” – ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უფროსი ვაჟი იუბილარია (ფოტოები)

გიორგი ვაშაძის სადღეგრძელოები, რამაც ეკა მიშველაძე დაღალა (ვიდეო)

„სიკეთის გეშინიათ ვითომ „კაი ტიპებო“? ფლიდი ახლობლების მოწონებას იმსახურებთ“ – გია აბაშიძის მწვავე გამოხმაურება ვიდეოზე, რომელსაც უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა

“რუსმა ქალმა იცის კაცის მოვლა, ქართველი ქალები კი „გაბლატავებულები“ არიან“ – აჩი ფურცელაძე

„ქართველმა კაცმა 4 ომი გადაიტანა ჩემს თაობაში. ახლა მოვიდა თაობა, რომლის ქალები საკუთარ მეორე ნახევრებს ციხეში სვამენ” – რას აცხადებს ლალი მოროშკინა? (ვიდეო)

მან ეს ნამდვილად დაიმსახურა – ნიკოლოზ წულუკიძემ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება ემოციურად აღნიშნა

 

Cesko