ერევანში აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეჭრას ცდილობენ

0
1251
46 Views

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სომხეთის ხელისუფლებას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ყარაბაღში ომი აღკვეთონ.

როგორც ტელეგრამ არხები იტყობინებიან, ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ვითარება იძაბება. აქციის მონაწილეები „ნიკოლ ფაშინიანი მოღალატეს“ სკანდირებენ.

მთავრობის სახლთან შეკრებილები სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდნენ. ისინი მთავრობის სახლში შეჭრას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ არ აძლევენ.

ამასთან ერთად, საგულისხმო ფაქტია, რომ

სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ირანში ჩავიდა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით, მაგრამ მათ უარი თქვეს.

ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, სომხურმა არალეგალურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თეთრი დროშა უნდა აღმართონ და იარაღი ჩააბარონ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ინფორმაცია:

მთიან ყარაბაღში დაჭრილების და დაღუპულების შესახებ BBC ინფორმაციას ავრცელებს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო ცენტრში 80 დაჭრილი შეიყვანეს,  5 კი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქეა.

ინფორმაციისთვის, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

სხვა სიახლეები:

The New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიება: უკრაინაში ბოლო თვეების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა უკრაინული რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია, რაშიც თავის დროზე, ზელენსკიმ რუსეთის არმია დაადანაშაულა

„არ იდარდო, რომ აქ მარტო დამტოვე, შენ მასწავლე, როგორ უნდა ვიყო ძლიერი ადამიანი… იქ რომ მოვალ, აუცილებლად გიპოვნი” – მიკაელა სტრიმბეანი, ლევან აბაშიძის მარადიული სიყვარული

Cesko