The New York Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო თვეების ყველაზე სისხლიანი თავდასხმა უკრაინული რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. საუბარია დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტანტინოვკაში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა 30 კი დაშავდა.
გამოცემის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ 6 სექტემბერს, ქალაქში მდებარე ბაზარს, ბუკის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემიდან გაშვებული რაკეტა მოხვდა.
The New York Times-ის ჟურნალისტებმა სათვალთვალო კამერების ვიდეომასალიდან რაკეტის ფრენის ტრაექტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გაშვება უკრაინის არმიის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.
ოფიციალურ კიევს აღნიშნულ ცნობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აფეთქების დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმაში რუსეთის არმია დაადანაშაულა.