პრინც ენდრიუს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მფარველობა და სამხედრო ტიტულები ჩამოერთვა

0
666
291 Views

დედოფალ ელისაბედ მეორის შვილს, იორკის ჰერცოგს, პრინც ენდრიუს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მფარველობა, ოფიციალური სამხედრო ტიტულები და სამეფო ფლოტის ვიცეადმირალის წოდება ჩამოერთვა.

სამეფო ოჯახის განმარტებით, გადაწყვეტილება პრინცის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრულ საქმეს უკავშირდება, 38 წლის ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე პრინცს სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს.

ჯუფრეს თქმით, 17 წლის ასაკში ის ძალის გამოყენებით ჯეფრი ეპშტეინმა პრინცს მიჰგვარა. ცნობილი ამერიკელი მილიარდერი არასრულწლოვანთა პროსტიტუციის ქსელს მფარველობდა, გავრცელებული მოსაზრებით, მისი კლიენტები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ.

ჯუფრეს მხრიდან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებმა 2014 წელს გაიჟღერა. წლების განმავლობაში პრინცი კომენტარს არ აკეთებდა, 2019 წელს ჯუფრეს მორიგი ბრალდების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრმა BBC-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღიარა ამერიკელ მილიარდერთან მეგობრობა, თუმცა უარყო ნებისმიერი ტიპის სექსუალური ძალადობის ბრალდება.

“მოვუწოდებ პრინც ენდრიუს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის საქციელზე, ძალაუფლება და სიმდიდრე ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს”. – ამბობს ჯუფრე.

სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური წარმომადგენლები ყველა ბრალდებას უარყოფენ.

პრინცი ენდრიუ და ვირჯინია ჯუფრეწყარო: https://tabula.ge/

Cesko