“არ იყო ფხიზელი, “პრავაც” არ ჰქონია” – თვითმხილველები გლდანში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

0
929
24 Views

გლდანში ავარიის შედეგად 25 წლის ქალი, ნათია ამარიანი დაიღუპა. ცნობილია, რომ ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც  გზაზე გადადიოდა.

“ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და მერე იმას შეაფრინდა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა, ახალგაზრდა, ორსული გოგო იყო, 25 წლის. უკანა კორპუსში ცხოვრობს. ძალიან ჩქარა მოდიოდა, ფხიზლები არ იყვნენ, ვინც საჭესთან იჯდა, მართვის მოწმობაც არ ჰქონია“, – ამბობს თვითმხილველი.

ცნობილია რომ დაღუპულს მცირეწლოვანი შვილი დარჩა, ის მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ.

“1 წლის შვილი დარჩა, მეორეზე იყო ორსულად, მაღაზიიდან რომ გამოვიდა… ასეთი საშინელება არ მინახავს… დედის კივილი აზანზარებდა გლდანს”

 

“თუ ნამუსი გაქვს იქნებ გამოჩნდე და მოგვაწოდო…“- გლდანში, ავარიისას დაღუპული 25 წლის გოგონას ძმა განცხადებას ავრცელებს

Cesko