როგორ აღადგინეს იშხანი თურქეთში – დღეს და 11 წლის წინ [ფოტო]

July 30, 19:47
0
893

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე იშხანის ტაძარს ნაწილობრივ რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა. უმთავრესი, რაც ამ სამუშაოების შედეგი იყო, ისაა, რომ ტაძარი გადაიხურა, რაც ფაქტობრივად ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენას ნიშნავდა. ძეგლზე სამუშაოები თურქულმა მხარემ ჩაატარა.

აღდგენილი ტაძრის ფოტოები რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ. ფოტოები 2023 წლის 26 ივლისსაა გადაღებული.

იშხანში „ბათუმელები“ დაახლოებით 11 წლის წინ, 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ იშხანის და ოშკის აღდგენაზე საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებები ახალდაწყებული იყო.

გთავაზობთ აღდგენილი იშხანის ფოტოებს გიორგი ჯანჯღავას ფეისბუქგვერდიდან [2023 წ.] და ამასთან, თითქმის იგივე რაკურსით გაჩვენებთ იშხანს „ბათუმელების“ არქივიდან [2012წ.]

 

იშხანი დღეს და 11 წლის წინ

 

 

 

 

 

 

 

 

სამლოცველო იშხანის ტაძართან / 2023წელი / ხედი შესასვლელის მხრიდან

სამლოცველო იშხანის ტაძართან / 2012 / ხედი აღმოსავლეთის მხრიდან

 

წყარო:batumelebi.netgazeti.ge

Cesko