“ავარია ტურისტთა ჯგუფს მოუვიდა” – არიან დაშავებულები და არის 1 გარდაცვლილი 

July 31, 08:37
0
1169

ხელვაჩაურში, მახოს ხიდთან ახლოს, ბათუმი-ახალციხის გზაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

საავადმყოფოში გადაჰყავთ ხალხი და ბავშები, მგზავრებით სავსე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა და… – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანები. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ავარიას ერთი ადამიანის, მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით ავარია ტურისტთა ჯგუფს მოუვიდა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში სულ 9 პირი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

Cesko