სად იპოვეს გარდაცვლილი ბაჩო ქართველიშვილი და რა უნდოდა მას ძველ ციხესიმაგრესთან?

0
9475
33 Views

კოჯორში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი  ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი იყო.

როგორც ცნობილია იგი ექსტრემალური ტურიზმის მიმდევარი გახლდათ. სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ კოჯორში ველომოყვარული დაიკარგა:

“მეგობრებო კოჯორში დაიკარგა ველომოყვარული ბაჩო ქართველიშვილი, ეძებენ მაშველები და კრიმინალური პოლიცია. ვინმეს ხომ არ დაგინახავთ ან რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ მასზე”, – წერდნენ მისი მეგობრები.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ დაღუპული ექსპერტის, პარტია “ხალხის ძალის” წევრის დავით ქართველიშვილის შვილია.

“ჩვენს ძვირფას მეგობარს, ღირსეულ ქართველს დავით ქართველიშვილს David Kartvelishvili ტრაგიკულად დაეღუპა ვაჟი, მძიმე ხვედრია ამოდენა ტკივილის ტარება, საქართველომ დაკარგა ახალგაზრდა, მრავალშვილიანი ოჯახის მამა, ვუერთდებით მთელი სამეგობროს მწუხარებას, ღმერთმა ძალა მისცეს დავით და მის დიდ ოჯახს გადაიტანონ ეს უბედურება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს.”- წერენ სოციალურ ქსელში.

ინფო რუსთავი

Cesko