მცხეთის 3 სოფლის გამგებელი აშშ-ში წავიდა და სამსახურს ეძებს (ვიდეო)

0
769
23 Views

ამერიკაში გაქცეული სამი გამგებელი – წეროვანის, წილკნისა და ნაოზას მოსახლეობა მერის წარმომადგენლების გარეშეა დარჩენილი.  ზაზა როსტიაშვილმა, რამაზ ანდრიაშვილმა და ლაშა თადიაშვილმა განცხადება ცოტახნის წინ მოულოდნელად დაწერეს.

მათი ნაწილი შეერთებულ შტატებში  არალეგალური გზით, მექსიკის გავლით წავიდა, ნაწილი კი ოფიციალური ვიზით გაემგზავრა და ახლა იქ თავშესაფარს ითხოვს.

იმის გამო, რომ გამგებლები აშშ-ში  წავიდნენ,  ადმინისტრაციული შენობები დაკეტილია და მოსახლეობის თქმით, გაქცეული გამგებლების უფლებამოვალეობებს მეზობელი სოფლის წარმომდგენლები ასრულებენ.

Cesko