დაღუპულთა შორის ამოცნობილია სალომე ხეთაგურის ცხედარიც – „მას უკვე თბი­ლის­ში, სახლში მოასვენებენ”

0
404
19 Views

შოვ­ში მომ­ხდარ მე­წყერს ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის სტი­ქი­ის ზო­ნი­დან 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი, მაშ­ვე­ლე­ბი და­კარ­გულებს ინტენსიურად ეძე­ბენ. ამ დრო­ის­თვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი. ესე­ნი არი­ან გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი, ნინო კენ­ჭა­ძე და ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ია.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ასე­ვე სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რის ცხე­და­რიც, რო­მე­ლიც შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, ნინო კენ­ჭა­ძეს­თან და გვან­ცა ბუ­ბაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ცოტა ხნის წინ ამო­იც­ნო ოჯახ­მა ცხე­და­რი, სა­ლო­მეს უკვე თბი­ლის­ში, სახ­ლში მო­ას­ვე­ნე­ბენ” – უთხრა „ambebi.ge”-ს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლმა.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო „სან­სეთ შოვი” და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ად­გილ­ზე ათო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წყარო: ambebi.ge

„გვანცა, სალომე და ნინო ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ, ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ…” – მეგობრები შოვში მეწყრის შემდეგ დაკარგულ სამ გოგონას ეძებენ

“… სამივე გოგონა იმსხვერპლა სტიქიამ” – დავით ოქიტაშვილი დაკარგულ გოგონებზე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

 

 

Cesko