3 აგვისტოს, შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც შოვის ტერიტორიაზე ისვენებდა და ამ დრომდე ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია.
დაკარგულებს შორის არიან მეგობარი გოგონები, გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე. ისინი ბოლო მონაცემებით, კალცის წყლის ტერიტორიაზე მანქანით გაადგილდებოდნენ, სტიქიის შემდეგ კი მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ინფორმაციას მეგობრების დაკარგვის ბაია გეგეშიძე რაჭის ჯგუფში ავრცელებს.
„გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური და ნინო კენჭაძე, ამ წამამდე არ ჩანან. ერთად იყვნენ. გოგონების ბოლო სამყოფელი იყო კალცის წყალი, როგორც გვითხრა გვანცამ, გუშინ, სეირნობდნენ, დღის 4 ის 20 წუთზე. იმის შემდეგ არაფერი გაგვიგია.
წყაროებიდან, როგორც ვიცით, კალცის წყლის ქვემოთ არსებული ორი ხიდი აღარ არის და მეწყერმა წალეკა. ვინმე თუ რაიმეს გაიგებთ ან ნახავთ ამ ტერიტორიას, გთხოვთ შეგვატყობინოთ. ტელეფონზე კავშირი ამ წუთამდე არის, მაგრამ არ გვპასუხობს გვანცა და ვცდილობთ აიქლაუდით მოძებნას.
არის ასევე ვარაუდი, რომ მანქანა დატოვეს და გადაიყვანეს, ან ტყეს შეაფარეს თავი”.
შუადღეს ბაიამ კიდევ ერთი პოსტი დაწერა მეგობრებზე, საიდანაც ირკვევა, რომ გოგონების კვალზე ამ დრომდე სამაშველო სამსახური არ გასულა..
„ბევრი კითხულობს მდგომარეობას. გვანცა ბუბაშვილი და გოგონები ჯერ არ გამოჩენილან, კიდევ ეძებს სამაშველო. არც მანქანა იძებნება.
აიქლაუდით (ჯიპიესით) ფიქსირდებიან უწერაში, მაგრამ ყველაფერი 50/50-ზეა, უამრავი ვარაუდია, ზუსტი პასუხის გაცემა კითხვებზე კი შესაბამისად შეუძლებელი.
მოკლედ და ერთი შეხედვით, რთული სიტუაციაა, რომელსაც თან წვიმაც დაემატა კვლავ. ველოდებით სამაშველოს, რაიმე სიახლეს, რაიმე პასუხს. ეძებენ დამატებით 30-35მდე ადამიანს. მადლობა გვერდში დგომისთვის”.