38 Views
ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი ემსხვერპლა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე შვილი გარდაეცვალა.
უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ქალს, შვილის ცხედარი ჯერ კიდევ სახლში ჰყავდა დასვენებული.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. დედა-შვილი მეზობლებმა დღეს დაკრძალეს.
ორივე პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.