პრინციპში საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად უნდოდა მისი [მიხეილ სააკაშვილი] ჩამოსვლა. უნდოდა, რადგან მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებებზე. ეგაა და ეგ, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
„ვუსმინე ვიდეო-კოლაჟს, სადაც ნიკანორ მელია ხან იძახის სააკაშვილი უნდა ჩამოვიდესო, ხან იძახის არაო.
ერთი რუსული ანეკდოტი გამახსენდა:
– პეტია, არ მომწონს ჩემს ცოლს რომ შმუთავ!
– მომისმინე ვასია, შენ ცოლს მოსწონს, შენ არ მოგწონს. ჩამოყალიბდით ოჯახში და მერე მითხარი.
იქნებ ბატონი ნიკანორი ჩამოყალიბდეს უნდოდა თუ არა სააკაშვილის ჩამოსვლა და მერე გვითხრას.
პრინციპში საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად უნდოდა მისი ჩამოსვლა. უნდოდა, რადგან მან პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებებზე.
ეგაა და ეგ”, – წერს გაბრიჭიძე.
„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.