93 Views
„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.
გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი, სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი” – ამის შესახებ ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში:
„დიდი დანაკლისია სვანეთისთვის და სრულიად საქართველოსთვის, გარდაიცვალა ანსამბლ „რიჰოს” ერთ-ერთი უხუცესი თვალსაჩინო წევრი სვანური სიმღერის უბადლო შემსრულებელი მურად ფირცხელანი.
განუზომელია მურად ფირცხელანის წვლილი სვანური სიმღერის პოპულარიზაციაში.
უფალმა ნათელი სასუფეველი დაუმკვიდროს.
მურად ფირცხელანი ხოჩა ლაქუნო ჯარ” – წერს ნიკოლავა.