82 Views
2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი მკურნალობას უცხოეთში აგრძელებს.
დათის დედა ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ფეხბურთელი დათის თანადგომას უცხადებს და ამხნევებს.
„შენ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ, გახსოვდეს. ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი შენთან არის, ჩვენ ყველა შენს გვერდში ვართ. ძლიერად იყავი და გახსოვდეს, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ“, – საუბრობს ხვიჩა.