ცნობილია მკვლელის ვინაობა და მკვლელობის მოტივი –  აშშ-ში ლევან გალდავას 6-ჯერ ესროლეს შემდეგ კი თავში ნაჯახი ჩაარტყეს

0
6168
18 Views
აშშ-ში, ნიუ-იორკში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 42 წლის ყოფილი პოლიციელი, ლევან გალდავა, მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Cesko