მკვლელმა ჯერ იარაღი ესროლა, შემდეგ კი ნაჯახი ჩაარტყა თავში – ამერიკაში ქართველი კაცი მოკლეს

January 7, 11:37
0
8548

ნიუ-იორკში, კონ­კრე­ტუ­ლად კი ბრუკ­ლინ­ში 45 წლის ქარ­თვე­ლი, ლე­ვან გალ­და­ვა მოკ­ლეს. ის ყოფილი პოლიციელი იყო. მკვლელობა გუშინ, 5 იანვარს მოხდა.

გალ­და­ვა ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია და ამე­რი­კა­ში 1 წლის წინ სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელ­მა გალ­და­ვას ჯერ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეს­რო­ლა, შემ­დეგ კი ნა­ჯა­ხი ჩა­არ­ტყა თავ­ში. მკვლე­ლო­ბა ქუ­ჩა­ში მოხ­და და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და. გალ­და­ვა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი ლე­ვანს იც­ნობ­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისიც ქარ­თვე­ლია. პო­ლი­ცი­ას მკვლე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავს და მის და­სა­კა­ვებ­ლად სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლე­ვან გალ­და­ვას მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი დარ­ჩა.

წყარო: „ამბები. ჯი“

Cesko