ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებლმა, რომელიც გუშინ დაიჭირეს, დანაშაული სასწრაფოდ აღიარა – რა თქვა მისმა ადვოკატმა და საქმის სხვა დეტალები

0
2769
24 Views

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის უფლებადამცველმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სერგო შუბითიძე ჩადენილი დანაშაულს აღიარებს და ინანიებს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტელეფონები აერია და საუბარი არა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, არამედ სულ სხვა მობილურ საშუალებაზე იყო.

“აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონში და პირადად ბაჩალეიშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. სხვა ტელეფონზეა საუბარი. მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა”, – განაცხადა ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

საქმის პროკურორის მარიამ მეშველიანის განმარტებით, ბრალდებულმა დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა, რის გამოც, პროკურატურამ სასამართლოს, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

“მან დაადასტურა, რომ გამოძიებას და სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება. შესაბამისად, მას ბრალდება მოწმის მიერ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ჩვენების მიცემა. საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ის ინფორმაცია, რაც სერგო შუბითიძემ განაცხადა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას იყო სიცრუე და არ შეესაბამებოდა რეალობას. აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორც ბრალდებულმა განმარტა, მან თქვა რომ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. დღეს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ვინაიდან არსებობს პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები”, – განაცხადა პროკურორმა მარიამ მეშველიანმა.

“რუსთავი 2”

Cesko