მოსკოვში “ევროპის მოედანს” “ევრაზიის მოედანი” უწოდეს

0
89
22 Views

მოსკოვში “ევროპის მოედანს” “ევრაზიის მოედანი” უწოდეს. დადგენილებას ხელი რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა მოაწერა.

როგორც რუსული მედია წერს, გადაწყვეტილება “ასახავს მოსკოვის განზრახვას, მიენიჭოს მოედანს ახალი სახელი, რომელიც ასახავს ევრაზიის უფრო ფართო გეოგრაფიულ კონცეფციას”.

“ევროპის მოედანი” მდებარეობს დოროგომილოვის რაიონში, ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე, კიევის რკინიგზის სადგურთან. მოედანი ერთობლივი რუსულ-ბელგიური პროექტის ფარგლებში 2002 წლის სექტემბერში გაიხსნა, როგორც ევროპის ერთიანობის სიმბოლო. მოედნის ცენტრში არის სკულპტურა „ევროპის მოტაცება“ (ბელგიელი მოქანდაკის ოლივიე სტრებელის პროექტი).

როგორც ინტერნეტ გამოცემა “მნიშვნელოვანი ამბები” აღნიშნავს, მოედნის სახელის გადარქმევა რუსეთში ტოპონიმების დეევროპეიზაციის პირველი მაგალითია.

Cesko