დააკავეს ძველი თბილისის პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე – რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

0
633
20 Views

საქართველოს გენერალური პროკურატურა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის, ამირან ნაჭყებიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ნარკოდამოკიდებულებაში დაადანაშაულა, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.

პროკურატურის ინფორმაციითვე, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამირან ნაჭყებია მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონო ჩხრეკა ჩაატარა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და თითქოს, ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით), ხოლო ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ბ” და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა ახალი ამბები:

შალვა ნათელაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი – ქართველი ბიზნესმენის ცოლია – ვინ არის “ირაკლი კახელი”?

მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა – დაგაინტერესებთ, ნახეთ რას წერდა კომიკოსი საკუთარ თავზე

„მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი… ჩემო ჩასულო მზეებო“ – გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ … მათი გონება რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარია…”მოერიეთ” თქვენს შვილებს!“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში ხდება – ” 37 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე”

„ერთ ცუდ კომენტარზე, შემიძლია მთელი საღამო ვიფიქრო…“- რას ჰყვება ზალიკო ბერგერი

თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ…საზოგადოების აზრი ჩემზე მარტო კი არ მოქმედებს, ფაქტობრივად მმართავს”- რას აცხადებს მადონა კოიძე (ვიდეო)

Cesko