მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა – დაგაინტერესებთ, ნახეთ რას წერდა კომიკოსი საკუთარ თავზე

0
359
60 Views

27 იანვარს მზია კვირიკაშვილი დაიბადა. თქვენ იცით, რომ ცხოვრებაში იუმორისტები ყველაზე მოწყენილი ადამიანები არიან – მოწყენილი არლეკინები?! ჩვენ გულში იმდენი ადამიანური ტკივილი გვაქვს! მაგრამ… ფარდის უკან ცრემლს მოიწმენდ და სცენაზე მანათობელი ღიმილით გამოდიხარ, დარბაზს აიძულებ, რომ გაიცინონ. ჯერ კიდევ ჩაპლინი ამბობდა, ადამიანების გაცინება გაცილებით ძნელია, ვიდრე ატირება! – ეს სიტყვები “სიცილის დედოფალს” მზია კვირიკაშვილს ეკუთვნის.

“მთელი ჩემი ცხოვრება იუმორია. დავიბადე 27 იანვარს – ნინოობას და დამარქვეს მზია. ისე, იუმორი ჩემში გენეტიკურად ზის. ჩემს მშობლებს იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდათ,” – იხსენებდა სიცილის დედოფალი.

წარმატება მზია კვირიკაშვილს არც მეტი, არც ნაკლები ვასო გოძიაშვილმა უწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ საესტრადო სასწავლებელი ვოკალის განხრით დაასრულა, იუმორმა მაინც თავისი გაიტანა და სიცილის დედოფალს სასაცილო ამბების წერა დააწყებინა. მასალებს აგროვებდა ყველგან – ყოველდღიური ცხოვრებიდან, ქუჩიდან, მაღაზიებიდან, მეზობლებიდან, მეგობრებიდან…

დაოჯახებამ და შვილის გაჩენამ იუმორისტის ცხოვრებაში ხანგრძლივი პაუზა გამოიწვია. 10 წელი მზია კვირიკაშვილი სცენაზე არ მდგარა – სახლში იჯდა და შვილს ზრდიდა. პაუზა დასრულდა და ხელოვანი კვლავ სცენას დაუბრუნდა. ფილარმონიის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა დორიან კიტიამ მზია კვირიკაშვილი რუსეთში გაგზავნა, სადაც საერთაშორისო კონკურსი ტარდებოდა მოლაპარაკე ჟანრის მსახიობთა შორის. საკმაოდ მრავალრიცხოვანი მონაწილეებიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო აარჩია და მათ შორის აღმოჩნდა მზია კვირიკაშვილიც.
სიცილის დედოფლის ეს წარმატება მართლაც რომ სასაცილოდ გაგრძელდა – საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიულოცა წარმატება და ხელფასი 1 მანეთით გაუზარდა. ამ კონკურსში გამარჯვებას მოჰყვა ის, რომ რუსეთში ცნობილმა იუმორისტებმა მზია კვირიკაშვილს სპეციალური რუსულენოვანი პროგრამაც გაუმზადეს და მოსკოვში დარჩენაც შესთავაზეს, რაზეც ხელოვანმა უარი განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას სიცილის დედოფალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნანობდა.

ქართლოს კასრაძე მას ასე უწოდებდა – “ჩაპლინი კაბაში”. ერთხელაც სცენაზე ასე გამოაცხადა – მე თუ სიცილის მეფე ვარ, ახლა მინდა, სიცილის დედოფალი ვიხმო სცენაზეო. მაყურებელმაც აიტაცა ეს სახელი და მზია კვირიკაშვილს სიცილის დედოფალი შეარქვა:

“თუ ხალხის სიყვარულს მოიპოვებ, მათ წინაშე თავი არ უნდა შეირცხვინო. პასუხისმგებლობის გრძნობა ყველა სხვა გრძნობას აღემატება ჩემში. სცენაზე გასვლა ჩემთვის სასამართლო პროცესის ტოლფასია, მაგრამ, როდესაც აპლოდისმენტები დიდია, სცენიდან გასვლა აღარ მინდა.” – ამბობდა მზია კვირიკაშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

სხვა ახალი ამბები:

„მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი… ჩემო ჩასულო მზეებო“ – გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ … მათი გონება რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარია…”მოერიეთ” თქვენს შვილებს!“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში ხდება – ” 37 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე”

„ერთ ცუდ კომენტარზე, შემიძლია მთელი საღამო ვიფიქრო…“- რას ჰყვება ზალიკო ბერგერი

თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ…საზოგადოების აზრი ჩემზე მარტო კი არ მოქმედებს, ფაქტობრივად მმართავს”- რას აცხადებს მადონა კოიძე (ვიდეო)

Cesko