რა ხდება ცნობილი რუს დებზე, რომელთაგან ერთი ტომ კრუზს ხვდება, მეორე კი – ქართველი ბიზნესმენის ცოლია – ვინ არის “ირაკლი კახელი”?

0
584
29 Views

ერთი თვის წინ, მსოფ­ლიო ტაბ­ლო­ი­დე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის, 61 წლის ტომ კრუ­ზის ახალ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. წყვი­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე მო­ექ­ცა. ამ თე­მა­ზე ambebi.ge-ზე ვრცე­ლი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა.

36 წლის ელ­სი­ნა ყო­ფი­ლი მო­დე­ლია რუ­სე­თი­დან, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ქალი და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო რუს ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე. ელ­სი­ნა თა­ვის ყო­ფილ პარტნი­ორ­თან ერ­თად ფლობ­და არა­ერთ სა­სახ­ლეს ინ­გლის­ში, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვის წინ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად გა­ი­ყა­რა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფის და­ვამ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ელ­სი­ნას მამა რი­ნატ ხა­ი­რო­ვი რუსი პო­ლი­ტი­კო­სია, რომ­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო­ში 2021 წელს დას­რულ­და.

“ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე ზრდას­რუ­ლია. მისი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნია და ჰყავს ორი შვი­ლი. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­თხოვ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ლონ­დო­ნის ვეს­ტმინ­სტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, – ამ­ბობ­და მამა ქა­ლიშ­ვილ­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რი­ნატ ხა­ი­როვს კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, ალი­ნა ხა­ი­რო­ვა ჰყავს, რო­მე­ლიც ქარ­თველ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამა­ზე ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

რი­ნატ ხა­ი­რო­ვის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. 2011-2020 წლე­ბის შე­მო­სავ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო პო­ლი­ტი­კო­სის ცოლი, მისი შე­მო­სა­ვა­ლი კი წე­ლი­წად­ში 7 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის დი­ა­პა­ზონ­ში მერ­ყე­ობ­და.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, ხა­ი­როვს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს – ელ­სი­ნა და ალი­ნა. ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, რაც რუ­სუ­ლი და მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მდიდ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და ყო­ფი­ლი მი­ლი­არ­დე­რი ქმრის გამო.

2018 წელს ბრი­ტა­ნულ­მა ტაბ­ლო­ი­დებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სა­რე­ი­ში მდე­ბა­რე სა­სახ­ლის ფოტო, რო­მე­ლიც რუსი პო­ლი­ტი­კო­სის ქა­ლიშ­ვილ­მა შე­ი­ძი­ნა, სტა­ტი­ა­ში ლა­პა­რა­კი იყო თან­ხის კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ. ქალ­მა ასე­ვე შე­ი­ძი­ნა ბინა ლონ­დონ­ში, ტრან­ზაქ­ცი­ის მთლი­ა­ნი თან­ხა იყო 32 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი. რი­ნატ ხა­ი­როვ­მა თქვა, რომ მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ამ ხარ­ჯებ­თან და ისა­უბ­რა ელ­სი­ნას ქმრის, ბიზ­ნეს­მენ დი­მიტ­რი ცვეტ­კო­ვი შე­სა­ხებ, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჰქონ­და რუ­სეთ­შიც.

მსა­ხი­ობ ტომ კრუ­ზი­სა და მისი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას, რი­ნატ ხა­ი­როვ­მა “სი­სუ­ლე­ლე და სი­ბინ­ძუ­რე” უწო­და.

  • ვინ არის ხა­ი­რო­ვე­ბის ქარ­თვე­ლი სიძე?

რაც შე­ე­ხე­ბა რი­ნატ ხა­ი­რო­ვის მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილს, ალი­ნას, სწო­რედ მისი მე­უღ­ლეა ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა რო­გორც “ირაკ­ლი კა­ხე­ლი“

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუ­ხი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი წლე­ბი ცხოვ­რობ­და რუ­სეთ­ში. ბიზ­ნეს­მე­ნის მშობ­ლე­ბი ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ხი­აშ­ვილ-ხა­ი­რო­ვას წყვილს, მათ რამ­დე­ნი­მე წლის წინ იქორ­წი­ნეს და ამ­ჟა­მად კვიპ­როს­ში ცხოვ­რო­ბენ.

რო­გორც სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან მო­ვი­ძი­ეთ, ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სუ­რი სა­მარ­თა­ლის დოქ­ტო­რია. მას ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრა­ტუ­რა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი­სა და იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი კვიპ­როს­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფირ­მის “FINE LIFE GROUP იუ­რი­დი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი იუ­რის­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მა გთა­ვა­ზობთ იუ­რი­დი­ულ და ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა კვიპ­რო­სი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო და სა­ბერ­ძნე­თი. კომ­პა­ნი­ას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი ფი­ლი­ა­ლი აქვს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

2016 წელს “ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

“სას­ტუმ­რო “რა­დი­სონ ბლუ ივე­რი­ა­ში“ კომ­პა­ნია “ფაინ ლაიფ გრუპ­მა“ მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ა­ტა­რა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ით “ფაინ ლაიფ გრუ­პის“ თბი­ლი­სის ოფი­სის პრე­ზენ­ტა­ცია მოხ­და.

“ფაინ ლაიფ გრუ­პი“ გლო­ბა­ლურ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს. ძი­რი­თა­დად, მომ­სა­ხუ­რე­ბას ვუ­წევთ ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოგ­ვაქვს სერ­ვი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ქარ­თულ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ებს არ ჰქო­ნი­ათ.

“დღეს შეგ­ვიძ­ლია ამა­ყად ვთქვათ, რომ მზად ვართ მცი­რე, სა­შუ­ა­ლო და მსხვი­ლი კლი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის არა მარ­ტო კლა­სი­კუ­რი იუ­რი­დი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის, არა­მედ მე­ნე­ჯმენ­ტის, კონ­სალ­ტინ­გის, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბის, მათი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ მო­ვიწ­ვი­ეთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. გვინ­და სა­ქარ­თვე­ლო ჩვენს კლი­ენ­ტუ­რას გა­ვაც­ნოთ“, – აცხა­დებ­და “ფაინ ლაიფ გრუ­პის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლი”.

ირაკ­ლი და ალი­ნა 2017 წლი­დან ერ­თად არი­ან. ირაკ­ლიმ საყ­ვა­რელ ქალს ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში სთხო­ვა, მათი რო­მან­ტი­კუ­ლი ფლეშ­მო­ბის ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იძებ­ნე­ბა.

წყვი­ლი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, ვი­პო­ვეთ ფოტო, რო­მელ­ზეც ბრი­ტა­ნეთ­ში ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე ელ­სი­ნა, ალი­ნა და “ირაკ­ლი კა­ხე­ლი” ერ­თად არი­ან.

რო­გორ დას­რულ­დე­ბა ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­სა და ტომ კრუ­ზის რო­მა­ნი უც­ნო­ბია, თუმ­ცა რუსი პო­ლი­ტი­კო­სის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის გული, კა­ხელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მო­ი­გო…

სხვა ახალი ამბები:

მზია კვირიკაშვილი 75 წლის გახდებოდა – დაგაინტერესებთ, ნახეთ რას წერდა კომიკოსი საკუთარ თავზე

„მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი… ჩემო ჩასულო მზეებო“ – გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

„ … მათი გონება რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარია…”მოერიეთ” თქვენს შვილებს!“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

უცნაური და დაუჯერებელი ამბავი, რომელიც დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში ხდება – ” 37 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ვნახე”

„ერთ ცუდ კომენტარზე, შემიძლია მთელი საღამო ვიფიქრო…“- რას ჰყვება ზალიკო ბერგერი

თიკა ფაცაციას ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა

„ზოგჯერ მართლა ზედმეტი მომდის, ვაღიარებ…საზოგადოების აზრი ჩემზე მარტო კი არ მოქმედებს, ფაქტობრივად მმართავს”- რას აცხადებს მადონა კოიძე (ვიდეო)

Cesko