25 Views
ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის თედო მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.