მამინაცვლის მამა, რომელიც 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გაათავისუფლეს

0
579
59 Views

რუსთავში, მამინაცვლის მამა, რომელიც 9 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბავშვმა გამოკითხვისას ცემის ფაქტი არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ კაცი 7 ივლისს დააკავეს. ბავშვის ცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.

მჭედლიძე წერდა, რომ მამინაცვლის მამამ ბავშვი “წიხლებთ სცემა”, კაცის ცოლი კი ბავშვს მოკვლით ემუქრებოდა.

Cesko