ვინ არის პოლონელი ექიმი, რომელმაც კლინიკა “ვივამედიდან” ფარულად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანა სცადა?
“კურიერი P.S-მა” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ეს არტურ ზააჩინსკია, 46 წლის ექიმი – ნეიროქირურგი, რომელიც ვარშავის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილედ მუშაობს.
ახლა საინტერესოა, რა და რატომ გაჰქონდა უცხოელ ექიმს წინდის საშუალებით და რა იყო მისი მიზანი. ასევე, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ექიმების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას პოლონეთში ჩანიშნულ არჩევნებთან.
პოლონელ ექიმთა ჯგუფს, კლინიკიდან ნებისმიერი ნიმუშის ოფიციალური გზით წაღება შეეძლოთ, თუმცა კადრებში, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, კარგად ჩანს მამაკაცი, ვინც სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის – სავარაუდოდ ფრჩხილის ან თმის ფეხსაცმლით, მალულად გატანას ცდილობს. ეჭვს სწორედ ეს გარემოება აჩენს და აჩენს კითხვასაც, ხომ არ ჰქონდა ვინმეს ექსპრეზიდენტის ანალიზების გაყალბების სურვილი.
„ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარს“ – ასე განმარტა უხერხული ქცევა ექიმმა, რომელიც საქართველოში, კიდევ 4 კოლეგასთან ერთად, სააკაშვილის ოჯახის თხოვნით ჩამოვიდა.
რუსთავი 2
ამავე თემას ეხმაურება „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორი ნინო ნადირაძე:
ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობს, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან დეტალურად გაიხსენა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევები და ისაუბრა, თუ როგორ მოხდა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან დაშვება და საკვლევად ნიმუშების აღება.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ნეიროქირურგმა, არტურ ზააჩინსკიმ პალატიდან რაღაც გამოიტანა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მან ქაღალდში გახვეული თმა და ფრჩხილის ნიმუშები გამოიტანა.
„ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა.
მანამდე არანაირი ხელისშეშლა არ ყოფილა, ოფიციალური მოწმეების თანდასწრებით ნიმუშების აღება: თმის, ფრჩხილის, წარბის, ყველაფრის, ეს მათ უკვე ჰქონდათ გაკეთებული“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი.
„ფიქრიც კი მზარავს, რომ ასე ადამიანების გაწირვა და გამეტება შეუძლიათ, რათა თავისი მიზნებისკენ გზა გაიკვალონ“, – დასძინა ნადირაძემ.
მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.