„ბევრ ჭორს გაავრცელებენ, რეალობა და სიმართლე ერთია…“ – ნინი ქარსელაძემ პირველად ახსენა რა დაემართა საბერძნეთში მარიკუნა მიქატაძეს

July 17, 08:24
0
16657

მარიკუნა მიქათაძის გარდაცვალებას მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ამ ქვეყანაში ცუდად უნდა იყო, ან აღარ უნდა იყო, რომ ვინმეს უყვარდე. აქ მაშინ გეძლევა ბედნიერების უფლება, თუ ბედნიერი ხარ.

მარიკუნაც კიდევ ერთი მაგალითია ამ ყველაფრის. ახლა ბევრ ჭორს გაავრცელებს გაბოროტებული ბრბო. რეალობა და სიმართლე კი ერთია – ეს ძალიან კეთილი, კარგი ხასიათის, უბოროტო გოგო უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გადაიჩეხა და მორჩა…

ასე დამთავრდა ერთი ძალიან უბედური, მაგრამ ყველაზე კეთილი გოგოს სევდიანი ცხოვრება. ასე ხდება, როდესაც ირგვლივ კეთილგანწყობის კრიზისია, როდესაც ემპათია თვლემს.

ბოდიშს გიხდი ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ეგ ტკივილით სავსე გული კიდევ ასმაგად გატკინა,“ – დაწერა ნინი ქარსელაძემ.

Cesko