მსახიობის ადვოკატმა, კრისტოფ აიელამ, ხუთშაბათს, 4 იანვარს განაცხადა, რომ ალენ დელონი თავისი შვილს, ენტონის ცილისწამებისთვის უჩივლებს.
ადვოკატის თქმით, მსახიობი „უკიდურესად შოკირებულია იმ მედია დებოშით”, რომელიც გაზეთ „პარი მატჩთან” ენტონი დელონის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო.
ალენ დელონის უფლებების დამცველმა ასევე დაგმო კომენტარები, რომლებიც კინო ვარსკვლავისა და მისი ქალიშვილის, ანუშკასთვის „ზიანის მიყენებას” ისახავს მიზნად. ენტონი დელონმა „პარი მატჩთან” მამის ჯანმრთელობით გამოწვეული თავისი შეშფოთების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ნოემბერს მან საჩივარი შეიტანა თავისი დის, ანუშკას წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, დამალა რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, რომელიც ალენ დელონმა გაიარა.
„ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახით მანიპულირებს და იტყუება, ყველაფერზე წამსვლელია” განაცხადა ინტერვიუში ენტონი დელონმა.
„მსახიობმა მითხრა, რომ ვერ იტანს მისი ვაჟის, ენტონის აგრესიულობას, რომელიც გამუდმებით უმტკიცებს, თითქოს, ის უძლური ადამიანია, და რაც უფრო შოკის მომგვრელია მისთვის – მისი შვილი ეუბნება, რომ ეს მისთვის ბოლო შობაააღნიშნა ალენ დელონის ადვოკატმა.
„რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?” ციტირებს კრისტოფ აიელა თავისი კლიენტის ნათქვამს.
კრისტოფ აიელამ, რომელიც ასევე ანუშკა დელონის ადვოკატია, განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავის ძმას, ენტონის „ცილისწამების, შეურაცხყოფის, მუქარისა და შევიწროების” გამო უჩივის.ადვოკატის თქმით:„ანუშკა დელონი შოკირებული და დამწუხრებულია ენტონი დელონის მიერ გაკეთებული ცრუ და შეურაცხმყოფელი კომენტარებით. იგი აღშფოთებულია იმით, რომ ენტონიმ გაბედა მედიაში ისეთი ბრალდებების გავრცელება, რამაც არა მხოლოდ დააზარალა, არამედ შეარყია მათი მამის პატივი და ღირსება. მისი უნამუსობა ზიზღს იმსახურებს”.
სხვა ახალი ამბები: