„30 ადამიანი დაგვესხა თავს, ერთ-ერთმა სცადა ორჯერ დაერტყა დანა, გავიქეცით, მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ, არავინ არ დაგვეხმარა…“- გიორგი ნაზღაიძის პირველი კომენტარი

ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმა სცადეს. რუსთავი2-ის რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” წამყვანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, ახალგაზრდების ჯგუფი ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ დაუპირისპირდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს იმ მოქალაქის ავტომობილიც, რომელმაც ნაზღაიძის დახმარება სცადა. რეაგირების მიზნით, ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს. თავად ტელეწამყვანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას თბილისში, ორბელიანის მოედანზე 30-მდე ახალგაზრდა თავს დაესხა. … ვრცლად „30 ადამიანი დაგვესხა თავს, ერთ-ერთმა სცადა ორჯერ დაერტყა დანა, გავიქეცით, მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ, არავინ არ დაგვეხმარა…“- გიორგი ნაზღაიძის პირველი კომენტარი