ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი შეფი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს

0
626
40 Views

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობის თანახმად, ეროვნული უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო. ის რამდენიმე სხვა ოფიციალურ პირთან ერთად დააკავეს, თუმცა მათ შესახებ დამატებითი დეტალები და ვინაობა ცნობილი არაა.

„6 იანვარს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დავაკავეთ ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი და სხვა პირები. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ გავრცელდება“, – აცხადებენ უწყებაში.

ნიუპოსტი

Cesko