უცხოურ მედიაში გავრცელდა ძაღლის ვიდეო, რომელიც ოჯახს ტყუპების „გაზრდაში ეხმარება“.
როგორც ოჯახში ამბობენ, ლუსი თავიდან ბავშვებზე ეჭვიანობდა, რადგან იქამდე სახლში ერთადერთი „ბავშვი“ იყო და ყურადღებაც მას ექცეოდა.
მოგვიანებით ცხოველი ბავშვებს შეეჩვია და მათ გაზრდაშიც კი იღებს მონაწილეობას.
„თავიდან ის ძალიან ეჭვიანობდა, როცა ბავშვები სახლში მოვიყვანეთ, მაგრამ სამ-ოთხ დღეში მივხვდით, რომ მას დახმარება მოსწონდა. ის მომენტი, როცა ვიცოდით, რომ ლუსი კარგად იყო გოგოებთან, საუკეთესო მომენტი იყო ჩვენთვის“,- ამბობს ბავშვების მშობელი.
ლუსი ყოველთვის იყო ოჯახის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ოჯახმა ის 6 თვის ასაკში იშვილა.
სხვა ახალი ამბები:
ვიდეო : “ეს კნავილი გამორთე, რა” – ია ფარულავა სოფო ნიჟარაძის სიმღერაზე
40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი- ნინო ნადირაძე-კუზანოვას და კლინიკა ლანცეტის სკანდალი