რა მისწერა კეზერაშვილმა მიშა სააკაშვილს ციხეში? – წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

0
1528
35 Views

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს – საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა “ნაციონალურმა მოძრობამ”, ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში – წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები „კურიერმა“ გაარკვია.

“ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ” – დავით კეზერაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

“კურიერის” ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის “ნაციონალურ მოძრაობაში” ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან. კვიპროსსა და “ვივამედს” შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.

სანამ გაირკვევა, ცდილობს თუ არა კეზერაშვილი მელიას ჩამოშორებას მიხეილ სააკაშვილის ხელით, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო სასამართლო სხდომა, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის მოქმედ ზოგიერთ წევრს კარისკენ მიუთითა.

სასამართლო სხდომაზე ნათქვამმა ლევან ხაბეიშვილის ტონიც მალევე შეცვალა. მკაცრად და პირველად, წინამორბედს ღიად დაემუქრა.

ხაბეიშვილი დაიმუქრა, მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც, ნიკა მელიამ მისგან ქებაც კი დაიმსახურა. ესეც მალე წაიშალა. 4-დღიანი წერა-წაშლის რეჟიმი კი ახალი ინიციატივით დაგვირგვინდა. “ვივამედის” პალატიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიას მანიფესტის შექმნა დაავალა. შეარჩია სიმბოლური თარიღიც – 23 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ახალ გეგმაზე თანხმობა, ხელმოწერის დადასტურებით მოუწევთ.

სანამ საკუთარ პოლიტიკურ გზას აირჩევს, დარჩენას არჩევს. რატომ გახდა პარტიისთვის მანიფესტის შექმნის აუცილებლობა, ხომ არ ნიშნავს ეს ნიკა მელიასთან გაყრის ოფიციალურ გაფორმებას? ლევან ხაბეიშვილს ყოფილ თავმჯდომარეზე საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ანონსების მთავარი ადრესატი ნიკა მელია.

სხვა ახალი ამბები:

„ვინც ამ გადაგვარებულ ორგანიზმზე ცოცვით მიიკვლევთ კარიერის გზას, გვამის პარაზიტები ხართ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

მაინც არ დაგიფასეს, მაინც სულ “ჩაჯმული ნოდარა” გეძახეს… ტყუილად ნუ ყელყელაობ – თამთა მეგრელიშვილი ნოდარ მელაძეს

“ზელენსკის გულშემატკივარი ვარ, ის არაჩვეულებრივი პრეზიდენტი აღმოჩნდა” – ზურაბიშვილი

„მე ვთქვი, კი… ჩემი თვალები პირველად ციმციმებენ ცხოვრებაში ასე: მომღერალი ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა“ – რა ფოტოს აქვეყნებს და რას წერს ცისანა სეფიაშვილი?

როგორ გაგზავნა ედუარდ შევარდნაძემ ირაკლი წერეთელი ბრიუსელში, ნატო-ს 30 000 ჯარისკაცის ჩამოსაყვანად – რას ყვება სოსო ცინცაძე

რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად – რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში

როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

Cesko