28 Views
რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის და სმოლენსკის ოლქებში ტარდება, რომელშიც 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.