48 Views
ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ წერილს ავრცელებს:
“იმათ, ვისაც არ შეუძლია გაანალიზოს თუ რა სხვაობაა დემოკრატიასა და სოციალიზმს შორის, აჩვენეთ კოსმოსიდან კორეის ნახევარკუნძულის ღამით გადაღებული ფოტო, რათა საკუთარი თვალებით დაინახონ სხვაობა სინათლესა და წყვდიადს შორის, ხოლო იმათ, ვისაც არ შეუძლია გაანალიზოს სხვაობა დღევანდელ საქართველოსა და 2004-2012-ის საქართველოს შორის, აჩვენეთ კოსმოსიდან დღევანდელი საქართველოს და იმდროინდელი საქართველოს ღამით გადაღებული ორი ფოტო.
P.S. “დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუმცა არ არსებობს სხვა მასზე უკეთესი.” / ჩერჩილი”