„მამა! არ დანებდე! იბრძოლე!“- თამაზ მეჭიაური საავადმყოფოში გადაიყვანეს

February 3, 19:27
0
2136

„მამა! არ დანებდე! იბრძოლე!“, – ამ სიტყვებით ამხნევებს ყოფილ პარლამენტარს, თამაზ მეჭიაურს მისი შვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას ფილტვების 85%-იანი დაზიანება აქვს.

გ  ა  ნ  ა  ხ  ლ  ე  ბ ა 
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ემზარ კვიციანი თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
გ  ა  ნ  ა  ხ  ლ  ე  ბ ა 

რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ კოვიდი დაუდასტურდა.

„კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა…საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…“, – დაწერა თამაზ მეჭიაურმა.

Cesko