როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა – უახლესი ინფორმაცია

0
1772
67 Views

უკვე რამდენიმე თვეა, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. როგორია მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გამგზავრების შემდეგ – ამ კითხვით პოლიტიკოსს და ჯაჭვლიანის უახლოეს მეგობარს, დავით ლორთქიფანიძეს მივმართეთ.

ლორთქიფანიძის თქმით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მსახიობთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

დავით ლორთქიფანიძე: – სოსო, დღესდღეობით, ისევ თურქეთის კლინიკაში იმყოფება. 2 კვირის წინ გამეორებითი კურსის ჩასატარებლად გაემგზავრა. ქიმია გაუკეთეს, ამჯერად,მკურნალობის სხვა მიმართულებაზე გადავიდნენ. გუშინ დამირეკა, ვესაუბრე, მხნედ არის, მეორე ქიმიისთვის ემზადება, სავარაუდოდ, პროცედურა 15-16 სექტემბერს მოუწევს. ამის შემდგომ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, დააკვირდებიან. არ გამორიცხავენ, რომ ისევ თბილისში დაბრუნების უფლება მისცენ და ის სპეციალური გადასხმები წამოიღოს, რომელსაც ისინი ადგილზე უკეთებენ.

მისი იქ ყოფნა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. პირველი 10 დღე, ქიმიის გაკეთების შემდეგ, კლინიკაში იმყოფებოდა. ექიმებმა ასე საჭიროდ ჩათვალეს, რადგან დაკვირვებაა საჭირო.

10 დღის შემდეგ სასტუმროში, მეუღლესთან ერთად გადავიდა. ხარჯების შემცირების მიზნით, მათი თბილისში ჩამოსვლა არ არის გამორიცხული.

რა თქმა უნდა, მისთვის იქ ყოფნა სჯობს, მაგრამ… სახელმწიფო, მერია – ყველაფერი გააკეთეს და ამით ძალიან მადლიერია. არსებობს ერთი კეთილი კაცი, რომელსაც სიკეთეების აფიშირება არ უყვარს.

– ბატონ სოსოს ყოველდღიურად ეკონტაქტებით, თქვენ რას ატყობთ, როგორ შეიცვალა თურქეთში გამგზავრების შემდეგ მისი მდგომარეობა?

– როდესაც სოსო თბილისში იმყოფებოდა, ქიმიის შემდეგ, 2-3 დღე უკონტაქტო იყო. ახლა უკეთესობა ხმაზეც ეტყობა – მეტი სიმტკიცეა, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ორგანიზმი უფრო ძლიერდება და იმედი მაქვს, რომ ყველაფერს მოერევა და ისევ ჯანმრთელად იქნება.

რომ დამირეკავს ხოლმე, ისე უხარია… სადაც შევდივარ, გამოვდივარ, დღე არ გავა, რომ მორიდებით, სოსოს ამბავი  არ მკითხონ. სხვათა შორის, უკვე სახელებსა და გვარებსაც ვეკითხები.  რომ ვეუბნები ამას სოსოს, ძალიან უხარია. თვალები ცრემლებით ევსება და ესეც, ალბათ, მისთვის დიდი სტიმულია. ვუთხარი კიდეც, რომ ჩამოხვალ, ამ ხალხს შეგახვედრებ და ერთი კაი სუფრა შენზეა-თქო (იცინის).

3 დღის წინ, ადიგენიდან შემხვდა კაცი, სოსოს სტუდენტობის დროინდელი ნაცნობი ვარო, ერთმანეთს სტუდქალაქში შევხვდითო. მოკითხვა გადასცა. სოსოს რომ ვუთხარი, ისე გაუხარდა, თითქოს, გუშინ ერთად იქეიფეს. როცა ამ ყველაფრის მოსმენის ნებისყოფა აქვს, ეს ძალიან კარგია. იყო პერიოდი, როცა ლაპარაკიც არ სურდა, არც მოსმენა.. უბრალოდ არ შეეძლო. ახლა რომ ესაუბრები გისმენს, გპასუხობს, ჩვეულებრივად შემოდის კომუნიკაციაში.

ყველაფერი უფლის ნებაა და მადლობა მას – ყველაფერი კარგად იქნება.

პრაიმტაიმი

 

სხვა ახალი ამბები:

“გარდაიცვალა უნიჭიერესი ადამიანი, ნამდვილი ლეგენდა..” – რა სამწუხარო ინფორმაცია გახდა ცნობილი

“… ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?”- რას წერს ნიკა გვარამია ხვიჩა კვარაცხელიაზე

 

დიანა ტრაპაიძესთან ჩართვისას გიორგი ვაშაძეს მინი-ისტერიკა დაემართა (ვიდეო)

 

ქართველ ჰალკს ცოლი მოჰყავს – ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული და რა ზომის ბეჭედი დასჭირდება ნეფეს? (+ფოტო)

 

Cesko