სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, ნუგზარ წერედიანი გარდაიცვალა

January 8, 10:53
0
759

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს.

„კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი ნუგზარ წერედიანი.

ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

პანაშვიდი:

9 და 10 იანვარს, 16:00 სთ.

მის.: სვანეთის უბანი, კაპანაძის ქ. #12

გასვენება:

11 იანვარს, 14:00 საათზე,

კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიიდან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შესრულებული როლები:

ბონდო, დარიალოვი – ალ. ჩხაიძე „მიკროფონი“, „შთამომავლობა“; ბუხუტი – ო. იოსელიანი „სანამ ურემი გადაბრუნდება“; ომარი – გ. ნახუცრიშვილი „შაითან ხიხო“; მიკოლა, კეჭო – ა. გეწაძე „პაემანი ცაში“, „ყარამანი ცოლს ირთავს“; დუდნიკოვი – გ. დარასელი „კიკვიძე“; ნუგზარი – ზურაბოვი „ლიკა“; ზემდეგი – ვასოლიევი „განთიადი კი აქ წყნარია“; სორინი – ა. ჩეხოვი „თოლია“; ონისიმე – დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“; ექიმი – მ. გორკი „ფსკერზე“; კაკუტა – პ. კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“; სალარიძე – ნ. დუმბაძე „საბრალდებო დასკვნა“; მელქისედეკ კათალიკოსი – კ. გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა“; ბესო, ანანია – ალ. სუმბათაშვილი „ღალატი“; ქორა მახვში – კ. გამსახურდია „მთვარის მოტაცება“.

Cesko