პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება, ისრაელი ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის – ერდოღანი

0
479
18 Views

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში და აცხადებს, რომ ისრაელი ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის.

მისი თქმით, სიტყვებით შეუძლებელია ღაზაში ჩადენილი სისასტიკის აღწერა.

„პალესტინაში უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ. იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, მეჩეთები, ეკლესიები და ლტოლვილთა ბანაკები. ამ სისასტიკეს არავითარი გამართლება არ აქვს.

არ არსებობს შესატყვისი სიტყვა, რომელიც ამ სისასტიკეს აღწერს. 28 დღეა მიმდინარეობს დანაშაულის ჩადენა კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ერდოღანი.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ თურქეთი მზადაა, დაიცვას ახლო აღმოსავლეთი დასავლური ქვეყნებისგან, რომლებიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ომის გაღვივებას ცდილობენ.

Cesko