“ჰამასის” ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე ვერ გაამართლებს ღაზაში უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს” – ანჯელინა ჯოლი მიმართვას ავრცელებს

0
487
18 Views

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, ის­რა­ე­ლი­სა და ღა­ზას კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. პოს­ტი მან “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ისე­ვე, რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ბოლო კვი­რე­ბი მეც გა­ვა­ტა­რე გაბ­რა­ზე­ბულ­მა ის­რა­ელ­ში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის, ამ­დე­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის და­ღუპ­ვის გამო და ვფიქ­რობ, თუ რა არის სა­უ­კე­თე­სო გზა მათ და­სახ­მა­რებ­ლად.

ვლო­ცუ­ლობ ყვე­ლა მძევ­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, უსაფრ­თხოდ დაბ­რუ­ნე­ბის­თვის და იმ ოჯა­ხე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მო­უკ­ლეს და წარ­მო­უდ­გე­ნელ ტკი­ვილს გა­ნიც­დი­ან”, – წერს ან­ჯე­ლი­ნა და დას­ძენს, რომ “ჰა­მა­სის” ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმა “ვერ გა­ა­მარ­თლებს ღა­ზა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის სიკ­ვდილს”.

“რაც მოხ­და ის­რა­ელ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტია, მაგ­რამ ამით შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მარ­თლდეს ღა­ზა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­ხოც­ვა”, – წერს ან­ჯე­ლი­ნა.

  • მსა­ხი­ო­ბი აღ­ნიშ­ნავს, რომ ღა­ზას მო­სახ­ლე­ო­ბას “არ­სად აქვს წა­სას­ვლე­ლი, არ აქვს წვდო­მა საკ­ვებ­სა და წყალ­ზე, არ აქვს ევა­კუ­ა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არც ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბა, გა­დაკ­ვე­თოს სა­ზღვა­რი თავ­შე­საფ­რის სა­ძი­ებ­ლად”.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ, რო­მე­ლიც ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კე­თი­ლი ნე­ბის ელ­ჩად მუ­შა­ობ­და და ამ პე­რი­ოდ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბის სა­კი­თხი იყო მისი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნავს, რომ “ის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ძა­ლა­დო­ბის გამო დევ­ნილ ადა­მი­ა­ნებ­ზე და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა კონ­ტექსტს”.

მსა­ხი­ობ­მა ასე­ვე მი­უ­თი­თა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სიმ­ცი­რე­ზე, რო­მე­ლიც ღა­ზა­ში ეგ­ვიპ­ტის სა­ზღვრი­დან შე­ვი­და.

“მწი­რი რა­ო­დე­ნო­ბა ღა­ზა­ში შე­სუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის, არის სა­ჭი­რო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი. და­ბომბვა კი გრძელ­დე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად იწ­ვევს ახალ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­ჭი­რო­ე­ბებს. ხალ­ხი კო­ლექ­ტი­უ­რად ის­ჯე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სიმ­წი­რის გამო”, – წერს ჯოლი.

მსა­ხი­ო­ბი მო­უ­წო­დებს, მათ ვის კომ­პე­ტენ­ცი­ა­შიც შე­დის, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მსხვერ­პლი მშვი­დო­ბი­ან მომ­სახ­ლე­ო­ბა­ში.

წყარო: ambebi.ge

Cesko