საქართველოში პედოფილი დააკავეს, რომელიც ამერიკაში 11 დანაშაულშია ბრალდებული – ვინ აღმოჩნდა განსაკუთრებით საშიში დამნაშავე?

November 4, 21:39
0
2294

საქართველოში ამერიკელი პედოფილი დააკავეს. საშიში დამნაშავე, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11დანაშაულშია ბრალდებული. ინფორმაციას „რუსთავი 2″-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.

დაზარალებულთა შორის არიან ქემერონ სთენდჰართის არასრულწლოვანი შვილებიც. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 31 წლის მამაკაცს კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში დაადო.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, შევიწროება, გაგუდვის მცდელობა და შეიარაღებული თავდასხმა – ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტეხასის შტატის პროკურატურა ქემერონ სთენდჰართს ედავება. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა 27 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ორით თვით ადრე მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ძებნილი მამაკაცი კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა.

ტეხასის გარდა, ქემერონ სთენდჰართს დანაშაულის შვიდ ეპიზოდს ედავებიან ლუიზიანას შტატშიც. პედოფილიასა და ძალადობასთან ერთად მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი დოკუმენტების გაყალბების, თაღლითობისა და ქურდობისთვის. საუბარია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ავტომობილების რეალიზაციაზე. ყალბი დოკუმენტებით გაყიდულია 180 მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღწევს.

განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დაკავებისა და ამერიკულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობისთვის ქართველ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საელჩომ. თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს განმარტებები გაკეთდა ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მხრიდანაც.

ქემერონ სთენდჰართი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები დამნაშავის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის მიზნით.

წყარო: „რუსთავი2″

სხვა ახალი ამბები:

მიწისძვრას სულ მცირე 119 ადამიანი ემსხვერპლა – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია

“უამრავი ქალის მოტივაცია ხარ… ყველაფერი შესაძლებელია” – ნანუკა ჟორჟოლიანი იტალიაში მოგზაურობის ფოტოებს აზიარებს

“დაიხარა, ფეხსაცმელზე წრიაპს შევკრავო და თურმე, რა ჰქონდა ჩაფიქრებული” – ხელის თხოვნა ზღვის დონიდან 5054 მეტრზე: ვინ არის წყვილი, რომელიც ერთმანეთს მთამ დააკავშირა

“ირაკლიმ მოხუცებული მამა წყალში მიატოვა…” – სკანდალი ირაკლი ფირცხალავას გარშემო, რომელიც რუსულ შოუში მამასთან, საქართველოში ცნობილ გინეკოლოგთან ერთად მონაწილეობს

მიწისძვრას სულ მცირე 119 ადამიანი ემსხვერპლა – სად დატრიალდა საშინელი ტრაგედია

“ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვლაპარაკობ… არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ… ” – რას ამბობს მაია ასათიანი მიხეილ სააკაშვილის შესახებ?

15 სასაცილო და წარმოუდგენელი მომენტი, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს (ვიდეო)

“ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, მაგრამ აშშ-ში ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე” – ალექსანდრე ზაზარაშვილი

 

https://split.spnews.io/ka/archives/181303

 

ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა – ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

 

“საერთოდ არ ვარ კმაყოფილი…” – ხვიჩა კვარაცხელიას 17 ადგილს ფრანს ფუტბოლის დაჯილდოვებაზე ნიკა გვარამია გზავნილით გამოეხმაურა

 

ფოტოები : ნიცას ძალიან ჰგავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სიდედრი

 

“პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემ ინტერვიუს მიშასთან ასოცირდებიო…” – რას წერს მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

 

🎥 “22 წლის ასაკში წალენჯიხელმა ბიჭმა, რომელსაც არავინ ყავდა ახლობელი და ნაცნობი, ამხელა წარმატებას მიაღწია” – გურამ შეროზია კვარაცხელიაზე

 

„ალბათ, რამდენს შეშურდა ნიცას ღმერთისგან მომადლებული სილამაზე, დაუმალავი სისუფთავე და ბავშვურობა…“ – ხათუნა ხოფერია

„ზღვის ხედი და მყუდრო ბინა ნეაპოლში…“ – ნახეთ სად ცხოვრებენ ხვიჩა და ნიცა იტალიაში

Cesko