ალექსანდრე ზაზარაშვილს საქართველოში ყველა იცნობს. ბიჭი უკვე წლებია თავისი მიღწევებით მთელ ქვეყანას აოცებს. არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული “ვოისი”- ს.
სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით დედამ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან მიიყვანა, მას ხშირად გაჰყავდა ალექსანდრე საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.
ალექსანდრე ამჟამად 17 წლისაა. იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის შრომობს, პარალელურად კი სიმღერებსაც წერს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრე 5 ნოემბერს, აშშ-ში, ბრუკლინში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტის სამზადისსა და სამომავლო გეგმებზე ალექსანდრემ გადაცემაში „ერთი ამბავი მერიკოსთან“ ისაუბრა:
„აშშ-ში ალბათ ყველაზე რთულ პერიოდში ჩამოვედი, 2020 წლის 5 მარტს, რამდენიმე დღეში კოვიდი დაიწყო და ლოკდაუნი გამოცხადდა. სრულიად სხვა ხედვით ჩამოვედი და უცბათ ეს ყველაფერი შეიცვალა და ბევრად რთული აღმოჩნდა, მაგრამ არც ერთი წამით არ მიფიქრია დაბრუნებაზე.
დღემდე, სანამ არ მივაღწევ ჩემი წარმატების რაღაც ეტაპს, საქართველოში დაბრუნება არც კი წარმომიდგენია. ჩემი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად ჩამოვედი და არც კი ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე, რომ ჩავიდე და ვიცხოვრო.
ემიგრანტობის დროს დედასთან ურთიერთობა ძალიან ძნელია, ყველაზე მნიშვნელოვანი წლები, როცა ადამიანი იზრდება, ამის გამოტოვება მოუწია და მისთვის ეს ყველაფერი ძალიან სანერვიულო და ძალიან სევდიანია.
დღემდე მიჭირს დედასთან საუბარი. ხანდახან, როცა დედასთან, ოჯახის წევრებთან საუბარი ბევრი მომივა, ჩემ თავს ვახსენებ, რომ ცოტა უნდა დავყრუვდე, თორემ მერე უფრო მენატრება და უფრო მეტად მინდება ხოლმე წასვლა.
ბევრჯერ მიტირია მონატრებისგან, გამითიშავს ტელეფონი, დამიწყია ტირილი და ვეღარ გავჩერებულვარ“, – ჰყვება ალექსანდრე.
ალექსანდრემ ასევე კანიე უიესტის და სტინგის პროდიუსერთან შეხვედრაც გაიხსენა:
„წარმოუდგენლად პატარა ივენზთე ვიყავი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიღაც დიდს შევხვდებოდი. ჩემი საყვარელი სიმღერის შესრულება მომიწია, როდესაც დავასრულე, ერთი ადამიანი მოვიდა და კომპლიმენტები მითხრა. მითხრა, რომ მუსიკალური პროდიუსერი იყო. ვერ წარმომედგინა, რომ კანიე უიესტთან და სტინგთან რომ აქვს ნამუშევარი, ასეთი პროდიუსერი ასეთ ივენთზე ყოფილიყო. ნომერი გამომართვა, შემდეგ მომწერა, რომ ჩემთან მუშაობით იყო დაინტერესებული.
ჩემი სიმღერები გადავუგზავნე, დამირეკა: „დარწმუნებული ხარ, რომ შენი დაწერილიაო? ხვალ უნდა მოხვიდე ჩემთან სტუდიაში და უნდა დავიწყოთ ამ სიმღერაზე მუშაობაო“.. ვიცოდი, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისი იყო, ერთი წელი ამ სიმღერაზე ვმუშაობდით, უკვე დავასრულეთ, გამოვიდა და ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს“, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.
წყარო: marao.ge
სხვა ახალი ამბები:
ვრცელდება მიწისძვრის უმძიმესი კადრები, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
„ზღვის ხედი და მყუდრო ბინა ნეაპოლში…“ – ნახეთ სად ცხოვრებენ ხვიჩა და ნიცა იტალიაში
“ეს როგორ დავტოვოთ ციხეში?” – რა მოხდა კასპის ეკლესიაში და ვისთვის აგროვებენ ფულს მღვდელი და მრევლი?
ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა – ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ
ფოტოები : ნიცას ძალიან ჰგავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სიდედრი