ნამდვილი ამბავი: როგორ გადაარჩინა წმინდა გიორგის ძალამ 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 7 წლის ბავშვი

February 4, 16:58
0
1656

ბორჯომის რაიონი სოფ. დაბა (XIV სკ) სასწაულმოქმედი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. ვეცდები მოგიყვეთ ერთ-ერთი სასწაული რომელსაც მეც შევესწარი ბავშვობაში.

ეკლესია კლდეშია აგებული, ამ კლდეს რომ გავუყვეთ ვიწრო და საშიში ბილიკია, ასევე გამოქვაბულებიცაა რომლის ზემოთ და ქვემოთ არსებული კლდის მთლიანი სიმაღლე დაახლოებით 200მ-ია, საიდანაც 7წლის ბავშვი გადმოვარდა !
მამა-შვილი სოფ. ტბიდან სოფ. დაბაში ფეხით მოდიოდა, ბავშმა უთხრა მამას :-მე მოკლე გზა ვიცი, ამ გზით წავალ და მალე შეგხვდები. ბავშვი გაიქცა ფეხი აუცდა კლდიდან გადმოვარდა და ბუჩქს მოეჭიდა დაახლოებით 200მ სიმაღლეზე (იმ კლდეზე სადაც ეკლესია მდებარეობდა )ბავშვი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ეკლესიის დაბლა მდელოა, სადაც ბაღებია, სწორედ იმ ბაღში ფუსფუსებდნენ ჩემი ბებო და პაპა, მეც მათთან ერთად ვიყავი. ბებიამ დაუძახა რა გქვია? იქიდან ისმოდა ხმა-მიშიკო მქვია, მიშველეთ! სასწრაფოდ გავიქეცით მოსახლეობას რომ გაეგო, დაახლოებით საათნახევარი იყო ბავშვი იმ ბუჩქზე ჩაოკიდებული. სანამ მოსახლეობა მობილიზდა, თოკები გადააბეს ერთმანეთს და წავიდნენ ბავშვის გადასარჩენად, საკმაოდ მიუვალი ადგილი იყო თოკო არ მისწვდა, კაცებმა მაშინვე ქამრები მოიხსნეს გადააბეს თოკს და გადაარჩინეს .ბავშვი ჩამოიყვანეს, მახსოვს მამამისს ფერი არ ედო ისეთი გაფითრებული იყო შიშისგან, ხალხი ბავშვს შემოეხვია ბავშმა კი თქვა:“საერთოდ არ მტკივა ხელები, თითქოს ვიღაცას ვეჭირე ზემოდან.” გადმოატრიალა თეთრი ხელის გულები პატარამ, მას სიწითლეც კი არ ჰქონია. იღიმებოდა, მისი ხელები ყველამ ვნახეთ მივხვდით, რომ ქრისტესმიერი წმ. გიორგის კიდევ ერთი სასწაული იყო. ალბათ ზოგი არ დაიჯერებთ თუმცა ეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ბევრი რამ, აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ სტატიაში. უფალი გფარავდეთ ყველას.

intermedia.ge

Cesko