პოლიტიკოსი თამაზ მეჭიაური კორონავირუსით დაინფიცირდა. პოლიტიკოსის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებულ
პოლიტიკოსის შვილი ზაზა მეჭიაური ambebi.ge-თან ამბობს:
კონტაქტურია, მაგრამ ამ ეტაპზე ისევ მძიმედ არის. რეანიმაციაშია მესამე დღეა, სატურაცია 85 აქვს, ანალიზები დღეს ცოტა უკეთესი აქვს, მაგრამ სატურაცია იგივე რჩება.
“არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ხუთი დღე იყო ცუდად და ცოტა გვიან გადავიყვანეთ, დაგვიანებით დავითანხმეთ, სახლშიც ცუდად იყო. შაბათს დავაწვინეთ კლინიკაში, მანამდე ხუთშაბათსა და პარასკევს უკვე ცუდად იყო. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გადასხმების შემდეგ ცოტა უკეთ გახდა, მაგრამ როგორც გითხარით, დაგვიანებით მოხდა მისი გადმოყვანა კლინიკაში, არ მოგვყვებოდა. შინ უკვე 90-92-ზე ჰქონდა სატურაცია. ლევან რატიანი მისი ექიმია და ყველა დეტალს მითანხმებს. ასევე დიმიტრი ხუნდაძე და ამირან გამყრელიძე არიან ჩართულები. დღეში ორჯერ ვხვდები ექიმებს და დეტალურად მაცნობენ მდგომარეობას.
ისეთი ადამიანია, რომ არ დადის ექიმებში, ოღონდ საავადმყოფოს ნუ გააგონებ. სულ მაგას ვეუბნებოდი მანამდეც, რომ პროფილაქტიკის მიზნით ჩაეტარებინა გამოკვლევები. ბოლოს სუნთქვა უჭირდა, შვილებმა, ოჯახის წევრებმა ვთხოვეთ ძალიან, მერე ლევან რატიანიც ესაუბრა და დაგვთანხდა. პირველი ორი დღე სიცხე ჰქონდა, მაგრამ მერე დაიწყო გაუარესება. ადრე ფილტვებზე აქვს რაღაც გადატანილი და ძველი დაზიანებაც დარჩენილი ჰქონდა. რაღაც საიტებზე წავიკითხე და საიდან დაადგინეს მისი ფილტვების დაზიანების პროცენტი არ ვიცი, საიდან მოიტანეს ეს ციფრები. შემოყვანის დღიდან ნანახი მაქვს ის სურათი, რაზეც ჩანს რა დღეშიც აქვს ფილტვები, თავიდან ბოლომდე ვენდობი ექიმებს.
ვაქცინაციაზე ჩაწერილი იყო, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ ტელევიზიაში იყო მიწვეული და გადავწიეთ, დაგვასწრო ვირუსმა. აცრის წინააღმდეგი არ ყოფილა, აპირებდა აცრას. ოჯახის ყველა წევრი აქ ვართ საავადმყოფოში, ექიმები იბრძვიან… პატრიარქმაც დალოცა და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის რეალური სურათი და მინდა ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდოს. ჩემზე კარგად არავინ იცის მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა.”