ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

March 30, 12:38
0
196

„ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ ომი მის მიწაზე არ იყოს.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს.

ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. იმედი მაქვს, რომ ეს ომი ჩვენი მტკიცე შუამავლობით დასრულდება“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

Cesko