56 Views
თუ ვინმეს გარედან უკრაინაში არსებულ სიტუაციაში ჩარევა მოუნდება და რუსეთს სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს შეუქმნის, რუსეთი ელვისებურ პასუხს გასცემს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აღნიშნულ დარტყმებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებულია.
„ჩვენ საამისოდ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. თუ ვინმეს გარედან უკრაინაში არსებულ სიტუაციაში ჩარევა მოუნდება და რუსეთისთვის სტრატეგიული ხასიათის მიუღებელ საფრთხეს შექმნის, პასუხი ელვისებური იქნება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.