მასწავლებელი 17 წლის მოსწავლის ვაქცინაციისთვის დააკავეს

0
959
79 Views

ამერიკაში ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი, რომელსაც ოფიციალური სამედიცინო კვალიფიკაცია არ აქვს, მისი 17 წლის მოსწავლის ვაქცინაციისთვის დააკავეს, – ამის შესახებ BBC იუწყება.

პოლიციის განცხადებით, 54 წლის ლორა რუსომ მოსწავლეს ვაქცინა საკუთარ სახლში, მშობლების თანხმობის გარეშე გაუკეთა.

17 წლის ბიჭი ვაქცინაციაზე თანახმა იყო.

სამედიცინო კვალიფიკაციის არმქონე პირების მიერ სხვა ადამიანების აცრა შეიძლება საშიში იყოს, რადგან, პირველ რიგში, ექიმებმა და ლიცენზირებულმა სამედიცინო მუშაკებმა უნდა დაადასტურონ, რომ ვაქცინა არ არის ყალბი ან ვადაგასული. პაციენტებს ასევე მათი სამედიცინო ისტორიის შესახებ უნდა ჰკითხონ.

პოლიცია ამბობს, რომ გაურკვეველია, როგორ მოიპოვა ქალბატონმა რუსომ კორონავირუსის ვაქცინა. ამჟამად, 18 წლამდე ამერიკელებისთვის ერთადერთი ავტორიზებული ვაქცინა „ფაიზერია“.

სასამართლო სხდომა 21 იანვარს არის ჩანიშნული.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბიოლოგიის მასწავლებელს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Cesko