ჟოზეფ ბორელი ჩინეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად, რუსეთზე თავისი გავლენა გამოიყენოს

0
409
23 Views

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის მიმართა. მან ჩინელ კოლეგას მოუწოდა, ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე და დაარწმუნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაასრულოს, – წერს უკრაინული მედია ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განცხადებაზე დაყრდნობით.

„მათ განიხილეს რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის დესტაბილიზაციის გლობალური ეფექტები, ასევე, ადამიანის უფლებების საკითხები. უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა გაიმეორა ევროპის მოლოდინი, რომ ჩინეთი გამოიყენებს თავის გავლენას რუსეთზე, ომის დასასრულებლად, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სამმაგ კრიზისს იწვევს – სურსათის, ენერგიის დეფიციტსა და ფინანსურ არასტაბილურობას“, – აღნიშნულია ევროკავშირის ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განცხადებაში.

Cesko