“დიახ, ერთი-ორჯერ ვთხოვე ზურგის მოფხანა, მაგრამ…” – რობერტ დე ნიროს თანამშრომელი ქალი ჩაგვრაში ადანაშაულებს

0
619
28 Views

უცხოური პრესა აქტიურად აშუქებს ცნობილი მსახიობის – რობერტ დე ნიროს წინააღმდეგ სასამართლოში მისი ყოფილი თანამშრომელი ქალის – გრემ ჩეიზ რობინსონის მიერ აღძრული საქმის განხილვას.

გთავაზობთ ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენტში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – „რობერტ დე ნირო მთელი დარბაზის გასაგონად ყვირის“ (ავტორი- ტომ მიურეი).

რობერტ დე ნირომ ნიუ-იორკში გამართულ სასამართლოს სხდომაზე გაღიზიანებულმა აღიარა, რომ „ლანძღავდა“ თავის ყოფილ თანამშრომელ ქალბატონს და მას „ზედმეტად განებივრებულ ნაშიერს“ უწოდებდა.

ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელსაც სასამართლოში გრემ ჩეიზ რობინსონის მიერ შეტანილი საჩივრის გამო 12 მილიონი დოლარის (9,9 მილიონი გირვანქა სტერლინგის) გადახდა ემუქრება – „სერიოზული ემოციური განცდებისა და რეპუტაციისადმი მიყენებული ზიანის გამო“, ვეღარ მოითმინა და მთელი დარბაზის გასაგონად ქალბატონს დაუყვირა: „როგორ არა გრცხვენიათ!“.

გრემ რობინსონი რობერტ დე ნიროს კომპანიის – Canal Productions-ის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ანუ იმ დრომდე, სანამ მას შეფის არაოფიციალურ მეუღლესთან, ტიფანი ჩანთან რამდენჯერმე შეკამათება არ მოუვიდა.

გრემ რობინსონმა, რომელსაც რობერტ დე ნირო წელიწადში 300 ათას დოლარს უხდიდა, განაცხადა, რომ მას ყველაფერი ევალებოდა – საშობაო ნაძვის ხის მორთვით დაწყებული, შუაღამისას კიბეზე დაცემული მსახიობის საავადმყოფოში მიყვანით დამთავრებული.

ნაფიცი მსაჯულები, ასევე, განიხილავენ რობერტ დე ნიროს მიერ წარდგენილ საჩივარსაც, რომლის მიხედვით, მსახიობი ამტკიცებს, რომ გრემ რობინსონმა კომპანიის კუთვნილი 5 მილიონამდე დოლარი უნებართვოდ დახარჯა, ხოლო ნაწილი – თავის პირად ანგარიშზე გადარიცხა და ითხოვს, რომ ქალბატონმა მას სამი წლის განმავლობაში აღებული ხელფასი უკან დაუბრუნოს.

„დიახ, მე მას გავუბრაზდი და გავლანძღე“, – დაადასტურა რობერტ დე ნირომ და კითხვაზე, რა სიტყვები გამოიყენეო, უპასუხა: „შეიძლება ვთქვი, რომ იგი გამაღიზიანებელი, გესლიანი და ზედმეტად განებივრებული ქალია“.

„კი, მე მის მიმართ ხმა ავიმაღლე“, – განაცხადა ცნობილმა მსახიობმა, – “მაგრამ ყვირილი არ დამიწყია. მას უნდა, რომ ეს დამაბრალოს? ერთადერთი, რასაც არ ვაკეთებ, სწორედ ეს არის“.

გრემ რობინსონის ადვოკატმა ენდრიუ მაკურდიმ რობერტ დე ნიროს ჰკითხა – „მართალია, რომ თქვენ, როცა მას ტელეფონით ესაუბრებოდით, იმავდროულად შარდავდით?“, რაზედაც მსახიობმა უპასუხა – „ეს სისულელეა! თქვენ აქ ამის გასარკვევად მოგვიყვანეთ?“.

ენდრიუ მაკურდიმ განაცხადა, რომ რობერტ დე ნირომ გრემ რობინსონს პირისპირ შეკამათების დროს „ძუკნა“ უწოდა.

„მე არასდროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არასდროს!“, – მკვახედ განაცხადა მსახიობმა პასუხად, თუმცა ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ თქვა, რომ შესაძლოა, ეს სიტყვა მართლაც გამოიყენა, გრემ რობინსონთან კამათის დროს.

რაც შეეხება იმას, რომ მან გრემ რობინსონს, თითქოსდა, ზურგის მოფხანა სთხოვა და არ ისარგებლა სპეციალურად ამისთვის არსებული ინსტრუმენტით (ანუ ზურგის მოსაფხანით), რობერ დე ნირომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, მე მას მართლაც ვთხოვე ერთი-ორჯერ ზურგის მოფხანა, მაგრამ არასოდეს მისთვის უპატივცემლობა და უხამსობა არ მიკადრებიაო.

სხდომაზე ერთ-ერთ მომენტში მსახიობმა გულმოსული გამომეტყველებით გაიხედა რობინსონისკენ და დაიყვირა – „როგორ არ გრცხვენია, ჩეიზ რობინსონ!“, თუმცა იმავდროულად მან მოსამართლე ლუის ლაიმანს შეხედა და ბოდიში მოიხადა.

სასამართლო განხილვა გრძელდება.

მსოფლიოში ცნობილმა 80 წლის მსახიობმა რობერტ დე ნირომ 60-წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ორი „ოსკარი“ მიიღო და კინომაყურებლებს თავი დაამახსოვრა ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა „ირმებზე მონადირე“ და „ცოფიანი ხარი“, „ერთხელ ამერიკაში“ და „ნათლიმამა“… ამჟამად მას იღებენ მარტინ სკორსეზეს ფილმში „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“.

წყარო

წყარო: kvirispalitra.ge

ნახეთ ფოტოები.

სხვა ახალი ამბები:

“პირდაპირ შემომითვალა, არ მოგცემ ინტერვიუს მიშასთან ასოცირდებიო…” – რას წერს მანანა მანჯგალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

 

 

🎥 “22 წლის ასაკში წალენჯიხელმა ბიჭმა, რომელსაც არავინ ყავდა ახლობელი და ნაცნობი, ამხელა წარმატებას მიაღწია” – გურამ შეროზია კვარაცხელიაზე

 

„ალბათ, რამდენს შეშურდა ნიცას ღმერთისგან მომადლებული სილამაზე, დაუმალავი სისუფთავე და ბავშვურობა…“ – ხათუნა ხოფერია

საშინელი ტრაგედია: ღაზაში 36 წლის მამაკაც­მა ოჯა­ხის 11 წევ­რი, მათ შორის, 4 შვილი და­კარ­გა

„ზღვის ხედი და მყუდრო ბინა ნეაპოლში…“ – ნახეთ სად ცხოვრებენ ხვიჩა და ნიცა იტალიაში

მიშას იმის მიხედვით შეიწყალებს ზურაბიშვილი, თუკი ეს აქტი, რადიკალურ ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და სამოქალაქო აჟიოტაჟს შექმნის

ნაწყენმა არესტოვიჩმა ზელენსკის დიქტატორი ეძახა: „რეალობას მოწყვეტილ ყველა დიქტატორს ერთნაირი დასასრული აქვს“

ტრაილერმა 2 ქვეითი გაიტანა, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა! – სად დატრიალდა უმძიმესი ტრაგედია?

 “მივდივარ აშშ-ში, სადაც მაქვს დაჯილდოება – ჟურნალისტიკის ოსკარი და ეს იქნება ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის მწვერვალი”- რას აცხადებს გვარამია

ფოტოები : ნიცას ძალიან ჰგავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელიას სიდედრი

Cesko