რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.
როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.
ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
ინფო რუსთავი
სხვა ახალი ამბები:
https://split.spnews.io/ka/archives/181204
https://split.spnews.io/ka/archives/181199
ნატა ფერაძე არ იზიარებს ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას ახალ იდეას
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ნიცასთან ერთად (ვიდეო)