მიშას იმის მიხედვით შეიწყალებს ზურაბიშვილი, თუკი ეს აქტი, რადიკალურ ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და სამოქალაქო აჟიოტაჟს შექმნის

0
512
37 Views

სალომე ზურაბიშვილისათვის ექს-პრეზიდენტის შეწყალების შესახებ ნიკა გვარამიას მხრიდან გაჟღერებულ თხოვნას ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მას ამის მითითება ექნება და არა მორალური პრინციპიდან გამომდინარე.

„12 წლის წინ, მიშას „მინიონად” მუშაობდა ხელისუფლებაში. მერე ოპოზიციაში გადასვლისას აიწყვიტა და ხან „ჰიფსტერობდა”, ხან ლგბტ-აქტივისტობდა და ხან ისტერიულ ჟურნალისტად გვევლინებოდა. ახლა, „დიდ ავიაციაში” აპირებსო ბიჭი მოსვლას, დაუბან-დაუვარცხნია, რიტორიკა შეუცვლია და საზოგადოებაში „კიტრად” უნდა წარმოჩენა. ჰო და ამ „კიტრმა” სალომეს მიმართა, მიშა შეიწყალეო… არავინ იფიქროს, რომ სალომე სააკაშვილს სამართლიანობის ან მორალური თვალსაზრისით არ იწყალებს. კარგა ხანია, პრეზიდენტწოდებული ზურაბიშვილი ცალ ფეხზე ხტუნაობით არჩენს ოჯახს და მის მარჩენლებს არ გაუჭირდებოდათ, სალომესთვის დავალება მიეცათ.

ზურაბიშვილიც რადიკალების კვალდაკვალ სტატუსის მონიჭებას ელოდება. სააკაშვილს კი არა, ჩიკოტილოს შეიწყალებს, თუ დაავალეს და რამე სარგებელი ნახა. აქედან გამომდინარე, ისე იმოქმედებს როგორც დაავალებენ. დეკემბერში იქნება საჭირო სააკაშვილის შეწყალება, გაისად საარჩევნოდ სააკაშვილის ფაქტორი თუ ვეღარ იმუშავებს და ციხისთვის გაწირავენ პატრონები, ამას პოლიტიკური ვითარება გვაჩვენებს.

მიშას იმის მიხედვით შეიწყალებს ზურაბიშვილი, თუკი ეს აქტი, რადიკალურ ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და სამოქალაქო აჟიოტაჟს შექმნის. ასე რომ, ამორალური პრეზიდენტისგან ნუ გექნებათ მორალური გადაწყვეტილებების მოლოდინები,“ – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

Cesko