32 Views
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტის გაჩაღება სურთ, რომელშიც უკრაინა იქნება ჩართული, თუმცა თავად ბრძოლას არ გეგმავენ.
„ზუსტად ვიცი, რა სჭირდება დასავლეთს: მათ კონფლიქტის გაჩაღება სურთ. უკეთესია ომი სხვისი ხელებით, სხვა ადამიანების მონაწილეობით – დაე, დაიხოცონ უკრაინელები, რუსები, ბელარუსები“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთში მუდმივად ისმის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის თემა და როგორც კი უკრაინის ომზე ყვირილი წამიერად ჩაცხრება, „ამერიკიდან ისევ მოდის სიგნალი და ეს ისტერია ხურდება.“
„ანუ გასაგებია, ვის სჭირდება ეს ომი“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.